II დონის ტრენინგის შეჯამება
ტრენინგ კურსი მოიცავდა 39 საათს. ამ ხნის განმავლობაში გავიარე სამი მოდული--კურსის შესავალი, გაკვეთილის ორგანიზება ისტ-ის გამოყენებით, სასწავლო პროექტის ორგანიზება ისტ-ის გამოყენებით.
დავგეგმე და გავაკეთე ფიზიკის საგანში გაკვეთილის გეგმა, ასევე ამ თემის პრეზენტაცია და შეფასების კრიტერიუმი. ეს ყველაფერი მოვათავსე ჩემს პორტფოლიოში. შევქმენი ჩემი ბლოგი, რომელშიც განვათავსე სასწავლო პროექტი. ტრენინგ კურსმა შემძინა ცოდნა და გამოცდილება, როგორ ჩავატარო ფიზიკის გაკვეთილები ისტ-ის გამოყენებით.
სასიამოვნო იყო ქალბატონ ლალისთან მუშაობა. დიდი მადლობა.
ისტ-ის გამოყენება სასწავლო პროცესში
მე-2 დონის ტრენინგ კურსი
Tuesday, July 12, 2016
Monday, July 11, 2016
III მოდულის შეჯამება
III მოდულის შესწავლის პერიოდში გავეცანი სასწავლო პროექტის დაგეგმას, მომზადებას, მსვლელობას-ისტ-ის გამოყენებით.დავწერე პროექტი და გამოვაქვეყნე. გამოვიყენე სურათების ჩასმაც.
Wednesday, July 6, 2016
სასწავლო პროექტი
პროექტის სახელწოდება - ცხოვრება მშვენიერია
თუ კომფორტულია და იაფი.
პროექტის მთავარი იდეა : წარმოგიდგენიათ
ჩვენი ცხოვრება ელექტროენერგის გარეშე? ელექტროენერგიას კი შეუძლია ჩვენი ცხოვრება
კომფორტული და სასიამოვნო გახადოს, თუმცა ეს სიამოვნება საკმაოდ ძვირი ჯდება. მოსწავლეები
იკვლევენ როგორ შეიძლება ისე ვისარგებლოდ ელექტრული დენით და მისი მოხმარება ოჯახის ბიუჯეტს
მძიმედ არ დააწვეს, ანუ როგორ გავხადოთ კომფორტული ცხოვრება ეკონომიური.
პროექტის აქტუალობა - ცხოვრება ელექტრული ენერგიის გარეშე
ეს არის ჩაბნელებული სოფლები და ქალაქები, ადამიანები ინფორმაციისა და კომუნიკაციის
გარეშე, ოჯახები მაცივრის, ტელევიზორის, სარეცხი
მანქანის, ელექტრო ღუმელის, უთოსა და სხვა ელექტრო ტექნიკის გარეშე. დღეს მომხმარებელი
ფიქროს შეიძინოს ელექტრო ტექნიკა, რომელიც ნაკლებ ელექტრო ენერგიას მოიხმარს. მომხმარებლისათვის
აქტუალურია შეიმსუბუქოს შრომა და ამავე დროს ის ოჯახს დაუჯდეს იაფი.
პროექტის მიზნები - როგორ გავხადოთ ჩვენი ყოველდღიურობა
ეკონომიური, რაც შეიძლება ნაკლები დანახარჯებით მივიღოთ მეტი კომფორტი.
მოსწავლეთა ასაკი: 15-16 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა: ივლისი-დეკემბერი---ექვსი თვე.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას.
მოსწავლეებმა კვლევის
შედეგების შემდეგ შექმნან ბუკლეტი, რომელშიც რჩევა-დარიგება იქნება მიცემული მოსახლეობისთვის:
1) საოჯახო ტექნიკის შეძენისას ყურადღება მიაქციონ მის ენერგო ეფექტურობას.
2) სახლიდან გასვლისას შეამოწმონ ყველა ელექტრო ტექნიკა და ელექტრო ხელსაწყო, რადგან ჩართული ელექტრო ხელსაწყო სახიფათოა უსაფრთხოების თვალსაზრისით და იმოქმედებს ოჯახის ბიუჯეტზე.
1) საოჯახო ტექნიკის შეძენისას ყურადღება მიაქციონ მის ენერგო ეფექტურობას.
2) სახლიდან გასვლისას შეამოწმონ ყველა ელექტრო ტექნიკა და ელექტრო ხელსაწყო, რადგან ჩართული ელექტრო ხელსაწყო სახიფათოა უსაფრთხოების თვალსაზრისით და იმოქმედებს ოჯახის ბიუჯეტზე.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
მოსწავლეები გაიყოფიან ოთხ ჯგუფად:
I ჯგუფი გაეცნობა ელექტრო დენის აღმოჩენას, მის განვითარებასა და გამოყენებას, ამ საკითხის შესწავლისთვის ისინი ისარგებლებენ: სახელმძღვანელოთი, დამხმარე ლიტერატურით, ასევე ინტერნეტ-სივრცით.
I ჯგუფი გაეცნობა ელექტრო დენის აღმოჩენას, მის განვითარებასა და გამოყენებას, ამ საკითხის შესწავლისთვის ისინი ისარგებლებენ: სახელმძღვანელოთი, დამხმარე ლიტერატურით, ასევე ინტერნეტ-სივრცით.
II ჯგუფი შეადარებს ელექტრო ენერგიის მოხმარებას ზაფხულის - ივლისის თვის დანახარჯს - ზამთრის-
დეკემბრის თვის დანახარჯს ორი ან სამი ოჯახის მაგალითზე, რადგან ივლისის თვეში დღეები
გრძელია, ღამე კი მოკლე, დეკემბერში კი პირიქით, დღე მოკლე, ღამე კი გრძელი.
III ჯგუფი იკვლევს იმ ოჯახების ელექტრო ენერგიის დანახარჯს, რომლებიც იყენებენ ძველ ტექნიკასა და ჩვეულებრივ ნათურებს.
IV ჯგუფი ჩართულია ისეთი ოჯახების ელექტრო ენერგიის დანახარჯის კვლევაში, რომლიბიც ხმარობენ თანამედროვე ელექრტო საქონელსა და ეკონათურებს.
III ჯგუფი იკვლევს იმ ოჯახების ელექტრო ენერგიის დანახარჯს, რომლებიც იყენებენ ძველ ტექნიკასა და ჩვეულებრივ ნათურებს.
IV ჯგუფი ჩართულია ისეთი ოჯახების ელექტრო ენერგიის დანახარჯის კვლევაში, რომლიბიც ხმარობენ თანამედროვე ელექრტო საქონელსა და ეკონათურებს.
ბოლოს, ოთხივე ჯგუფის მოსწავლეები შეაჯერებენ თავის კვლევებს და მოახდენენ პრეზენტაციას, რომელშიც გათვალისწინებულია მათ მიერ მონაცემების მოპოვება: გამოკითხვით, დაკვირვებით, ინტერნეტით. დამუშავება და თვალსაჩინოდ წარმოდგენა ტექსტით, ცხრილით, დიაგრამებით.
საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ
სასწავლო გემგმასთან კავშირი.
ფიზ.VIII.7.მოსწავლეს შეუძლია მარტივი ელექტრული და მაგნიტური მოვლენების
კვლევა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
ხსნის ყოველდღიურ ცხოვრებაში
მოხმარებული ელექტრული ხელსაწყოების მოქმედების პრინციპს და პოულობს ელექტრობასთან
დაკავშირებული კონკრეტული პრობლემების გადაჭრის გზებს;
მათ. VIII.11. მოსწავლეს შეუძლია მონაცემების მოპოვება და მათი
წარმოდგენა დასმული ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლეატარებს შემთხვევით ექსპერიმენტს შემთხვევითობის წარმომქმნელი
რომელიმე მოწყობილობით, აგროვებს მონაცემებს და წამოადგენს მათ სიხშირული
ცხრილის სახით;
ქმნის მარტივ კითხვარს, განსაზღვრავს რესპონდენტებს, აგროვებს
მონაცემებს და წარმოადგენს მათ გრაფიკული ფორმით;
ერთი გრაფიკული ფორმით წარმოდგენილ მონაცემებს წარმოადგენს
განსხვავებული გრაფიკული ფორმით და წარმოაჩენს თითოეული ფორმის ხელსაყრელ და
არახელსაყრელ მხარეებს.
პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): თამარ კირვალიძე, ნელი ამზაშვილი.
ხელმძღვანელის ელ ფოსტა. tamarkirvalidze1@gmail com
neli.amzashvili@gmail com
პროექტის ვებ გვერდი / ბლოგი.
neli.amzashvili@gmail com
ძველი სარეცხი მანქანა XX საუკუნე 60-იანი წლები |
თანამედროვე სარეცხი მანქანა XXI საუკუნე |
Tuesday, July 5, 2016
ზაფხულია...
ზაფხულში სიცხისაგან შეწუხებული ადამიანები დასასვენებლად მიაშურებენ ხოლმე სხვადასხვა აგარაკებს. ზოგს დასვენება ურჩევია ზღვაზე, ზოგს კი მთაში.
ტექნოლოგიების გამოყენება ფიზიკის გაკვეთილზე
ფიზიკის საგანი ეკუთვნის ტექნიკურ მეცნიერებებს, ამიტომ გაკვეთილის პროცესში მნიშვნელოვანია ტექნოლოგიების აქტიური გამოყენება. ახალი ტექნოლოგიების შექმნაც სწორედ ფიზიკის ცოდნასთან არის დაკავშირებული.
მე დღეიდან ბლოგერი ვარ
მე ხშირად მინდა ჩემი მოსაზრება გავუზიარო სხვებს , მაინტერესებს მათი კომენტარები, მინდა გავიგო ახალი გამოგონებები, ახალი ტექნოლოგიები და სხვა ინფორმაციები, ამისათვის კარგია ინტერნეტ სივრცე.
Subscribe to:
Posts (Atom)